Aa Aa
16 ოქტომბერი 2020  |  21:18

„არასდროს დავუმარცხებივარ“ - ჟოზემ ახსნა თუ რატომ ვერ მოხვდა ვენგერის წიგნში

„არსენალის“ ექს-თავკაცმა, არსენ ვენგერმა ახლახან ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც ფეხბურთში გატარებულ წლებზე ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა სერ ალექს ფერგიუსონი, მესუთ იოზილი, ეშლი კოული და სხვები გაიხსენა, თუმცა ჟოზე მოურინიოს შესახებ არაფერი დაუწერია. არადა, წლების განმავლობაში ისინი ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ.

პორტუგალიელ სპეციალისტს ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს. ჟოზემ იხუმრა და ყველაფერი ასე ახსნა: „წიგნში იმიტომ არ მახსენა, რომ არასდროს დავუმარცხებივარ. ნამდვილად არ დაწერ 12 თუ 14 მატჩის შესახებ, რომლებიდანაც არცერთი მოგიგია. რატომ უნდა ესაუბრა თავის წიგნში ჩემზე? წიგნი არის რაღაც, რაც გაბედნიერებს და მისით ამაყობ და შექმნილი მდგომარეობა იდეალურად მესმის“.

შეგახსენებთ, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჟოზე მოურინიოს მხარესაა, თუმცა არსენ ვენგერი გამარჯვების გარეშე ნამდვილად არ გახლავთ. ფრანგი სპეციალისტის შეგირდებმა „მოუს“ გუნდი 2-ჯერ დაამარცხეს. ვენგერმა პირველად 2015 წელს, ქომუნითი შილდის ეგიდით გამართულ შეხვედრაში იმარჯვა. მეორედ კი პორტუგალიელს 2017 წელს სძლია, როცა „არსენალმა“ მოურინიოს“ „მანჩესტერს“ 2-0 მოუგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში