Aa
Aa

"ეს ყველაზე დიდი თაღლითობაა" - რონალდუს დას კორონავირუსის არ ჯერა

"იუვენტუსის" ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს და კატია ავეირო სკანდალური გამონათქვამებით გამოირჩევა. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა მისმა დამ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ახალი განცხადება გააკეთა.

"თუ ჩემი ძმა არის ერთადერთი ვინც სამყარო უნდა გამოაფხიზლოს, მაშინ გეტყვით, რომ ის ღვთისგან მოვლენილი ადამიანია. მე მჯერა, რომ მილიონობით ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის სჯერათ ჩემი თვალებით შეხედავენ ყველაფერს და დაინახავენ, რომ ეს ყველაზე დიდი თაღლითობაა, რაც მე ჩემს ცხოვრებაში მინახავს.

როდესაც ჩემი ძმის შესახებ გავიგე წამოვხტი და დავიყვირე - შეეშვით მსოფლიოს გაბრიყვებას! გთხოვთ ვინმემ თვალები გაახილეთ." - განაცხადა კრიშტიანუს დამ

დღეს გავრცელებული ინფორმაციით რონალდუ პორტუგალიაში არ გაჩერდა და ტურინში გაფრინდა. შეგახსენებთ, რომ იტალიაში ახალი წესების თანახმად კარანტინის ვადა 10 დღეს ითვალისწინებს, პორტუგალიაში კი თოთხმეტს. 29 ოქტომბერს "ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ბარსელონას" მასპინძლობს და დიდი ალბათობით სწორედ ამიტომ გაფრინდა რონალდუ იტალიაში, რადგან კარანტინში 14 დღის ნაცვლად 10 დღეს გაატარებს. ასე მას კატალონიელებთან და კონკრეტულად მესის წინააღმდეგ თამაში შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები