6 ქულა, 4 მოხსნა და გამარჯვება "ფინიქსთან"
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ფინიქსთან" შინ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამის გაკეთება, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა.
არიზონელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს ოკლენდელებს და ბოლო პერიოდში წინაც იყვნენ, თუმცა კლეი ტომპსონმა საფინალო სირენამდე ჯერ 4:30, შემდეგ კი 3:30 წუთით ადრე სამქულიანები ჩააგდო და ფინიქსელები წელში გატეხა.
"გოლდენ სტეიტმა" საბოლოოდ 133:120 იმარჯვა, რაშიც 30-30-ქულიანი წილი ტომპსონმა და სტეფ კარიმ დაიდეს. ოდნავ ნაკლები - 29 ქულა მიითვალა კევინ დიურანტმა, ხოლო სასტარტო ხუთულის მეოთხე წევრმა დრეიმონდ გრინმა 14 ქულა, 11 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა.
ვარსკვლავური ხუთეულის ქართველმა წევრმა ფარქვეშ კარგად ითამაშა და 6 მოხსნა მიითვალა.
ფაჩულიამ მოედანზე 12 წუთი გაატარა და 6 მოხსნასთან ერთად 4 ქულა და 1 პასი მოაგროვა. ზაზა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
8 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში "კლიპერსის" კვალზე მეორე ადგილზეა.
მორიგი მატჩი "უორიორზს" 17 ნოემბერს ტორონტოში "რეპტორსთან" ელის.