ეშლი იანგს კორონავირუსი აქვს - ინგლისელი ინტერის მე-6 ინფიცირებულია
Aa
Aa

ეშლი იანგს კორონავირუსი აქვს - ინგლისელი ინტერის მე-6 ინფიცირებულია

მილანის "ინტერში" კატასტროფული სიტუაციაა. კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი გვამცნობს, რომ ეშლი იანგს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა და ის რიგით მეექვსე ინფიცირებული ფეხბურთელია.

ეშლის ტესტი გუშინ ჩაუტარდა და ახლა ის იზოლაციაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამის მკურნალობას გადის. "ნერაძურის" შემადგენლობაში კორონავირუსი აქამდე რაჯა ნაინგოლანს, ალესანდრო ბასტონის, რობერტო გალიარდინის, მილან შკრინიარს და იონუც რადუს დაუფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კლუბისთვის შექმნილი ვითარება საკმაოდ არასასიამოვნოა, რადგან მათ სანაკრებო პაუზის შემდეგ მნიშვნელოვანი თამაშები ელოდებათ.

კონტეს შეგირდები 17 ოქტომბერს "მილანს" დაუპირისპირდებიან. ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა მოდის. "ინტერი" პირველ ტურში "გლადბახს" უმასპინძლებს. შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები