Aa
Aa

"ახალი გამოწვევები მსურდა" - გოდინი ატლეტიკოს დატოვებას არ ნანობს

მადრიდის "ატლეტიკოს" და "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო გოდინმა, რომელიც ამჟამად "კალიარის" ღირსებას იცავს, სპორტულ გამოცემა MUNDO DEPORTIVO-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "როხიბლანკოს" დატოვებას არ ნანობს.

"არ ვნანობ და არც არასდროს მინანია "ატლეტიკოს" დატოვება. გარემოს შეცვლა და ახალი სახეების ხილვა მსურდა. ასევე კარიერულად ახალი გამოწვევების მიღება მინდოდა. "ინტერი" კი ამის შესანიშნავი ვარიანტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე "ნერაძურიში" დიდი დრო არ გავატარე, მაინც კმაყოფილი ვარ. ახლა "კალიარიში" ვარ და ვეცდები მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს." - განაცხადა გოდინმა

ურუგვაელმა მცველმა "ინტერის" მაისურით 36 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მის მადრიდულ კარიერას, ვეტერანმა "როხიბლანკოს" მაისური 9 წლის განმავლობაში 389-ჯერ მოირგო და 27 გოლი გაიტანა. გოდინმა ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი 2014 წელს "ბარსელონას" გაუტანა და "ატლეტიკო" ლა ლიგის ჩემპიონი გახადა.

იმავე სეზონში დიეგომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალსაც" გაუტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. "სამეფო კლუბმა" ხსენებული ფინალი 4:1 მოიგო და ისტორიაში მე-10 თასს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები