წილისყრა დასრულდა - ჯგუფები დაკომპლექტებულია
Aa
Aa

წილისყრა დასრულდა - ჯგუფები დაკომპლექტებულია

სულ ცოტა ხნის წინ ჟენევაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. ღონისძიებამ ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა და რამდენიმე საინტერესო ჯგუფიც შედგა. გუნდების დაკომპლექტებაში მონაწილეობა დიდიე დროგბამ და მალუდამ მიიღეს.

A ჯგუფი - "ბაიერნი", "ატლეტიკო", "ზალცბურგი", მოსკოვის "ლოკომოტივი"

B ჯგუფი - "რეალი", "შახტარი", "ინტერი", "გლადბახი"

C ჯგუფი - "პორტო", "მანჩესტერ სიტი", "ოლიმპიაკოსი", "მარსელი"

D ჯგუფი - "ლივერპული", "აიაქსი", "ატალანტა", "მიდტიულანდი"

E ჯგუფი - "სევილია", "ჩელსი", "კრასნოდარი", "რენი"

F ჯგუფი - "ზენიტი", "დორტმუნდი", "ლაციო", "ბრიუგე"

G ჯგუფი - "იუვენტუსი", "ბარსელონა", კიევის "დინამო", "ფერენცვაროში"

H ჯგუფი - "პარი სენ ჟერმენი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლაიპციგი", "ბასაქშეჰირი"

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ორი ქართველი მიიღებს მონაწილეობას - ლაშა დვალი(„ფერენცვაროში“), დავით ხოჭოლავა(„შახტარი“). ხოჭოლავა მადრიდის "რეალს", "ინტერს" და "გლადბახს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება ლაშას, ის "იუვენტუსს" "ბარსელონას" და კიევის "დინამოს" შეხვდება. ქართველებს წინ დიდი გამოცდა ელით.

"უეფამ" ასევე წლის საუკეთესო ფეხბურთელები, პოზიციის მიხედვით დაასახელა.

მეკარე - ნოიერი,

მცველი - კიმიხი,

ნახევარმცველი - კევინ დე ბრუინი,

თავდამსხმელი - რობერტ ლევანდოვსკი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები