Aa Aa
1 ოქტომბერი 2020  |  15:58

შეთანხმება შედგა - დესტი ბარსელონას ფეხბურთელია

ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა სერჟინიო დესტის ტრანსფერის შესახებ. დღეს კი კატალონიურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ამერიკელი "ბლაუგრანას" წევრი გახდა.

ტრანსფერის ღირებულება 21 მილიონი ევრო გახლავთ, ამას დამატებული 5 მილიონი ბონუსის სახით. დესტმა ბარსასთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი გამოსასყიდი თანხა 400 000 000 € იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერჟინიო "აიაქსის" აკადემიაში 2018 წელს ჩაირიცხა და პირველი სეზონი მეორე გუნდში გაატარა. 2019-ში ამერიკელი მთავარ გუნდში მოგვევლინა, სადაც მან 36 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ მისით "ბარსელონას" ბოსები. აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანას" ისტორიაში დესტი პირველი ამერიკელი ფეხბურთელია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში