ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
Aa
Aa

ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 8 ნოემბერს, თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ორჯერადი ვარჯიში გამართა.

მთავარი მწვრთნელის საწვრთნელ პროცესში, 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმის გამო გუნდს ჯანო ანანიძე კვლავ ვერ ეხმარება.

წლის მეოთხე ოფიციალური მატჩისთვის გამოძახებული სხვა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოლდოვასთან შეხვედრისთვისათვის სრული დატვირთვით ემზადება.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს უკრაინული "ზორიას" ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია დაუბრუნდა, რომელმაც ნაკრებთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა.

"ქვეყნის სახელით თამაში ყველასთვის უდიდესი პატივია და ამ მხრივ, გამონაკლისი არც მე ვარ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგ ფორმაში ვხვდები მოლდოვასთან მატჩს და მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო ნაკრების წარმატებაში". - განაცხადა ლიპარტიამ.

სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტიცაა, ვლადიმირ ვაისმა შაბათს დაგეგმილი მატჩისთვის თბილისის "დინამოს" 20 წლის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გამოიძახა.

საქართველოსა და მოლდოვას საფეხბურთო ნაკრებები, "ფიფას" 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს, 12 ნოემბერს, 21 საათზე "დინამო არენაზე" გამართავენ.

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები