Aa Aa
1 ოქტომბერი 2020  |  08:57

კურტუა: „აზარი დამწუხრებულია"

მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა, ტიბო კურტუამ თანამემამულე ედენ აზარის შესახებ ისაუბრა. ბელგიელმა გოლკიპერმა ინტერვიუ ესპანურ გამოცემებს მისცა და აზარის ტრავმას გამოეხმაურა.

„აზარი ცოტათი დამწუხრებულია. ის ამ კვირაში პროდუქტიულად ვარჯიშობდა, მაგრამ ახალი ტრავმა მიიღო, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, კოჭი არ დაუზიანებია და იმედი მაქვს, მოედანზე მალე დაბრუნდება“.

კურტუა „ვალიადოლიდთან“ გამართულ მატჩსაც შეეხო და აღნიშნა: „ვიცოდით, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდა. შარშან მათ ჩვენს სტადიონზე ქულის აღება მოახერხეს. პირველ ნახევარში მეტოქეს მომენტები არ ჰქონია, მაგრამ მეორე ტაიმში სამ სეივის განხორციელება მომიწია“.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა და „ვალიადოლიდი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. „ბლანკოსის“ მხრიდან ერთადერთი გოლი ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანა, რომელმაც თავი 65-ე წუთზე გამოიჩინა. ზიდანის გუნდს 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას „ლევანტეს“ წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში