Aa
Aa

"იუვე" ხამესისთვის ბრძოლას აგრძელებს

როგორც მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, ტურინის "იუვენტუსი" ხამეს როდრიგესის შეძენას აქტიურად ცდილობდა. აგვისტოში, იტალიის ჩემპიონი, ფეხბურთელის დამატებასთან საკმაოდ ახლოსაც იყო, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი "სამეფო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დაბლოკა.

მას შემდეგ, ხამესის საქმეები მადრიდულ კლუბში უკეთესობისკენ ნამდვილად  არ წასულა. მან "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში სულ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა (2 შეხვედრა საწყისი წუთებიდან) და ფეხბურთელი გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.

როგორც "Corriere dello Sport" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი" აპირებს, რომ აღნიშნული სიტუაციით ისარგებლოს და ფეხბურთელისთვის ბრძოლა განაახლოს. სპეციალისტების აზრით კი, ტურინელებს ამჯერად ხამეს როდრიგესის დამატების გაცილებით უკეთესი შანსი ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები