Aa Aa
29 სექტემბერი 2020  |  08:42

არტეტა: „მთელი მატჩის განმავლობაში ვიბრძოდით, მეორე ტაიმში მომენტი უნდა გამოგვეყენებინა"

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა „ლივერპულთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, Sky Sports-ს ესაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა „წითლებთან“ გამართული შეხვედრა შეაფასა და განაცხადა:

„ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში ვიბრძოდით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მოწინააღმდეგე ბევრ ასპექტში გვჯობნიდა. ბედნიერი ვარ, რადგან გუნდმა იბრძოლა და საკუთარი თავის რწმენა არ დაუკარგავს.

შეცდომა დავუშვით და ჩვენი გოლის შემდეგ მალევე გაათანაბრეს, თუმცა მეგონა, რომ მეორე ტაიმში მომენტები გვექნებოდა. დასკვნით ნახევარში მატჩში კორექტივები შევიტანეთ და უკეთ გამოვიყურებოდით.

ბურთის კონტროლთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა მომენტი მაინც შევქმენით და როცა ენფილდზეა საუბარი 10 შანსს ნამდვილად ვერ მიიღებ. თუ გინდა, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო, მეკარესთან პირისპირ გასვლისას გოლი აუცილებლად უნდა გაიტანო“.

ცნობისთვის, არტეტამ აქცენტი ალექსანდრ ლაკაზეტის მომენტზე გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელი ალისონთან პირისპირ დარჩა და ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ცუდად ითამაშა და არაფერი გამოუვიდა. როგორც მოგეხსენებათ, „ლივერპულმა“ მატჩი 3-1 მოიგო და პრემიერ ლიგას „ლესტერთან“ და „ევერტონთან“ ერთად ლიდერობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში