კონფლიქტი ჩელსიში - ლამპარდმა ალონსო მთელი გუნდის წინ გააკრიტიკა
Aa
Aa

კონფლიქტი ჩელსიში - ლამპარდმა ალონსო მთელი გუნდის წინ გააკრიტიკა

Athletic იუწყება, რომ „ვესტ ბრომვიჩთან“ მატჩის შემდეგ, „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა მარკოს ალონსო მთელი გუნდის წინ გააკრიტიკა. მიზეზი ესპანელი უკანახაზელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ლამპარდმა ალონსო მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალა, თუმცა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის ნაცვლად, 29 წლის ფეხბურთელი გასახდელისკენ გაეშურა, შხაპი მიიღო და შემდეგ, „ჩელსის“ ავტობუსისკენ გაემართა. არადა, „არისტოკრატების“ თავკაცს მისთვის ამის უფლება არ მიუცია.

ალონსოს გამოხტომამ ლამპარდი განარისხა. Athletic-ს „ჩელსიში“ მომუშავე ადამიანების კომენტარი მოჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ამ დონეზე გაბრაზებული ფრენკი არასდროს უნახავთ. როგორც ირკვევა, ინგლისელი სპეციალისტის ქმედებამ ალონსოს თანაგუნდელებიც გააოცა.

Athletic-ის ინფორმაციით, საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია ალონსომ „ჩელსის“ მაისურით კიდევ ითამაშოს. ესპანელის ადგილს ბენ ჩილუელი დაიკავებს, რომელიც „ლურჯებმა“ „ლესტერიდან“ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინეს. ალონსოს კი შესაძლოა, უახლოეს პერიოდში „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვებაც მოუწიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები