უიღბლო საღამო - გუარდიოლამ ანტი-რეკორდი დაამყარა
Aa
Aa

უიღბლო საღამო - გუარდიოლამ ანტი-რეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ლესტერი" შეხვდნენ. მატჩი სტუმრების გამარჯვებით 2:5 დასრულდა. ეს საღამო კი პეპ გუარდიოლას სამწვრთნელო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნოა. ესპანელმა სპეციალისტმა ანტი-რეკორდი დაამყარა.

მას შემდეგ, რაც პეპმა სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი, გუნდებს 686-ჯერ გაუძღვა და დღეს მისმა გუნდმა 5 გოლი პირველად გაუშვა. ასევე ამ რაოდენობის გოლები "მანჩესტერ სიტის", "ეტიჰადზე"  ჩატარებულ 438 მატჩში არასდროს გაუშვია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუარდიოლამ ყველა ტურნირზე ერთად, 323 საშინაო შეხვედრაში, ოთხზე მეტი გოლი ისტორიაში მეორედ გაუშვა. პირველად ეს 2014 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მადრიდის "რეალთან" მოხდა. "სამეფო კლუბმა" მიუნხენის "ბაიერნს" 0:4 მოუგო და ფინალში გავიდა.

დღევანდელი საღამო პეპისთვის საკმაოდ უიღბლო და წარუმატებელი გამოდგა. მის გასამართლებლად შეიძლება ითქვას, რომ "სიტის" ძირითადი შემადგენლობის 7 ფეხბურთელი აკლდა. 

"ლესტერის" მხრიდან თავი ჯეიმი ვარდიმ 3-ჯერ გამოიჩინა. თითო გოლი კი ტილემანსის და ჯეიმს მედისონის ანგარიშზეა. მომდევნო შეხვედრას "ქალაქელები" 3 ოქტომბერს, "ლიდსის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები