Aa Aa
27 სექტემბერი 2020  |  16:11

"შემადგენლობით კმაყოფილი ვარ" - ზიდანის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მიმდინარე უიქენდზე, ლა ლიგაში "სამეფო კლუბმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა. მადრიდელებმა სტუმრად "ბეტისს" 2:3 სძლიეს. მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო დეტალზე ისაუბრა.

"გოლის გატანის უამრავი შანსი გვქონდა. გულშემატკივრები ამბობენ, რომ ჩვენ ცოტა გოლი გაგვაქვს, მაგრამ დღეს 3 გავიტანეთ და სრულიად კმაყოფილი ვარ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ისინი საოცარ სამუშაოს ასრულებენ და ასე უნდა გაგრძელდეს.

არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი. ისინი იმისთვის არიან, რომ თითოეული მომენტი სწორად განსაჯონ. მათ კომპეტენციაში არასდროს ჩავრეულვარ და არც ახლა ჩავერევი. ვფიქრობ გამარჯვება დავიმსახურეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. უკმაყოფილო ვარ მინდვრის საფარით. რიგ ეპიზოდებში ფეხბურთელებს გადაადგილება და ბურთის კონტროლი უჭირდათ.

ჟურნალისტებმა ზიდანს ახალი ტრანსფერის შესახებაც ჰკითხეს, მაგრამ ფრანგმა ყველაფერი უარყო.

"არა, ახალი ტრანსფერი არ იქნება. ამაზე ჩვენ ადრეც ვილაპარაკეთ. ჩემი შემადგენლობა სრულიად მაკმაყოფილებს. არსებული რესურსი როტაციის და ლავირების საშუალებას იძლევა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარმატებული სეზონი გამოგვივიდეს." - განაცხადა ზიდანმა

როგორც უკვე მოგახსენეთ მადრიდის "რეალმა" პირველი სამი ქულა მოიპოვა. გოლები "ბლანკოსიდან" ფედე ვალვერდემ და სერხიო რამოსმა გაიტანეს. ერთი ბურთი კი "ავტო გოლი" იყო, რომელიც საკუთარ კარში ემერსონმა შეაგდო.

"სამეფო კლუბი" მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერს, შინ "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:30-ზე დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში