ყველაფერი გადაწყდა? - დესტი თანაგუნდელებს დაემშვიდობა!
Aa
Aa

ყველაფერი გადაწყდა? - დესტი თანაგუნდელებს დაემშვიდობა!

ბოლო პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა გავლენიანი სპორტული გამოცემები გვაუწყებენ, რომ სერჟინიო დესტი სულ მალე "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს. 

დღეს ნიდერლანდების ჩემპიონატში ერთმანეთს "აიაქსი" და "ვიტესი" დაუპირისპირდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ ამერიკელი უკანახაზელი თანაგუნდელებს დაემშვიდობა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ის სულ მალე "ბლაუგრანას" წევრი გახდება. ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი ხერარდ მორენო ავრცელებს.

დესტი "აიაქსის" აკადემიაში 2018 წელს ჩაირიცხა და პირველი სეზონი მეორე გუნდში გაატარა. 2019-ში ამერიკელი მთავარ გუნდში მოგვევლინა, სადაც მან 35 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

როგორც უკვე მოგახსენეთ დღეს "აიაქსი" "ვიტესს" შეხვდა. სერჟინიო მინდორზე მატჩის 84-ე წუთზე გამოჩნდა. ამ სეზონში ეს მისი პირველი მატჩი იყო და შესაძლოა უკანასკნელიც.("აიაქსის" შემადგენლობაში)

თამაში საბოლოოდ ამსტერდამელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. სამიდან სამი მოგებით, ტენ ჰააგის შეგირდები პირველ ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები