Aa Aa
26 სექტემბერი 2020  |  21:10

"აზარის სიტუაცია ხუმრობას ჰგავს" - რონსერომ ბელგიელი გააკრიტიკა

ჯერჯერობით ედენ აზარი მადრიდის "რეალში" გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. ბელგიელ ფეხბურთელს ტრავმები ტანჯავს და ვერაფრით ახერხებს სასურველ კონდიციებში ჩადგომას. ლა ლიგა განახლდა და "ბლანკოსმა" "სოსიედადთან" ფრედ 0:0 ითამაშა. არც ხსენებულ მატჩში გამოჩენილა აზარი. ამასთან დაკავშირებით ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა და "სამეფო კლუბის" ქომაგმა ტომას რონსერომ კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელ მატჩში ედენი ისევ შემადგენლობის მიღმა დარჩა. ეს ყველაფერი უკვე გამაღიზიანებელია. ვიცი, რომ ის ტრავმას მალე მოიშუშებს და "ვალიადოლიდთან" დაბრუნდება, მაგრამ ეს ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ბელგიელმა მადრიდის "რეალს" უდიდესი ზიანი მიაყენა. მასში ფლორენტინო პერესმა 100 მილიონი ევრო გადაიხადა და ფაქტიურად გუნდმა ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა.

აზარმა საკუთარ თავზე ძალიან ბევრი უნდა იმუშავოს. მან ლონდონში ასპარეზობისას მხოლოდ ერთი ტრავმა მიიღო, ხოლო მადრიდში მისი დაზიანებები მრავალჯერადი გახდა. პრობლემა მის ტერფში არ მდგომარეობს. ვფიქრობ, რომ ედენი ზაფხულის არდადეგებზე პროფესიონალი სპორტსმენივით არ იქცეოდა. ის თავს ზედმეტის უფლებას აძლევდა და ფორმიდან მთლიანად ამოვარდა.

29 წლის ფეხბურთელი გუნდს კვლავ ზედმეტი წონით დაუბრუნდა. ეს პრობლემა გასულ ზაფხულსაც იყო. მადრიდში გადმოსვლისას ბელგიელს არასასურველი კილოგრამები აღენიშნებოდა. 

როდესაც "რეალმა" აზარი შეიძინა, მისი წონა და ტრავმები გუნდის გეგმებში არ შედიოდა. "ბლანკოსის" რიგებში თამაში ხუმრობა ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ ედენის ამჟამინდელი მდგომარეობა ნამდვილად ცუდ ხუმრობას ჰგავს. გულშემატკივრები მისგან ბევრად მეტს ელიან." - განაცხადა რონსერომ 

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი "სამეფო კლუბში" წინა წლის ზაფხულში 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ჯამში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში