Aa
Aa

"ამაზე ვერც ვიოცნებებდი" - ნიკა ამაშუკელი შემოდგომის ერთა თასის მატჩებს იმსაჯებს

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო რაგბის რეფერი, ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩში იმსაჯებს.

22 ნოემბერს, ნიკა შოტლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩისას უეინ ბარნსის თანამსაჯი იქნება, 28 ნოემბერს კი შოტლანდიისა და ფიჯის შეხვედრისას ენდრიუ ბრისს დაეხმარება.

„ეს ის მომენტია, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. მსოფლიოში ორ გამორჩეულ არბიტრთან მუშაობა მომიწევს - უეინ ბარნსთან და ენდრიუ ბრისთან. ბარნსი რეპუტაციითა და ავტორიტეტით, უდავოდ, უძლიერესი მსაჯია და მსოფლიო თასის ფინალი მხოლოდ იმის გამო ვერ განსაჯა, რომ იქ ინგლისის ნაკრები თამაშობდა. ჩემთვის, როგორც მეორე დონის სარაგბო ქვეყნის წარმომადგენლისთვის, ეს ფაქტი გასაოცარია და დიდი პატივი გახლავთ“.

ნიკა ამაშუკელმა 2019-2020 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის 6-დან 5 მატჩი იმსაჯა, ასევე 2020 წლის 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრას გაუძღვა. განსჯილი აქვს პრო 14-ის მატჩიც, პრო დე 2-ში კი მისი დებიუტი Covid-19-ის პანდემიის გამო არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები