Aa
Aa

მეორე შემთხვევა რეალში - ოდეგორს Covid-19 დაუდგინდა

ესპანურ პრესაში გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელმაც „სოსიედადთან“ მატჩში მონაწილეობა მიიღო, კორონავირუსი დაუდასტურდა.

Cadena SER-ისა და Marca-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბში“ დაინფიცირებული მოთამაშე მარტინ ოდეგორია. აღნიშნული ცნობა გადაცემა Onda Madrid-ის ეთერშიც გაჟღერდა.

21 წლის შემტევმა „სოსიედადთან“ მატჩისას მოედანზე 69 წუთი გაატარა და, ბუნებრივია, შემხებლობა არაერთ ფეხბურთელთან ჰქონდა. ასევე, მან გუშინ „ბლანკოსის“ ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა, საღამოს კი უკვე მისი დაინფიცირების შესახებ გავრცელდა ცნობა. თუმცა, როგორც ბოლო PCR ტესტმა აჩვენა, სკანდინავიელის გარდა არც ერთი სხვა ფეხბურთელი დაინფიცირებული არაა.

ოდეგორი მომდევნო 10 დღეს კარანტინში გაატარებს და „ბეტისთან“ 26 სექტემბერს გასამართი შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს.

ივლისში კორონავირუსი „რეალის“ ფორვარდ მარიანო დიასს დაუდგინდა და თუკი კონკრეტულად ფეხბურთელებს ავიღებთ, მადრიდელთა რიგებში ამ დრომდე ვირუსის მხოლოდ ეს ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები