კორონავირუსი - ილქაი გიუნდოგანი ინფიცირებულია
Aa
Aa

კორონავირუსი - ილქაი გიუნდოგანი ინფიცირებულია

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ კლუბის ნახევარმცველს ილქაი გიუნდოგანს კორონავირუსი დაუდგინდა. ჯერჯერობით დაინფიცირების წყარო უცნობია.

თურქული ფესვების მქონე ფეხბურთელი 10 დღიან კარანტინს გაივლის. ახლა ის თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის. კლუბი ილქაის მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ქალაქელები" მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის პირველ მატჩს, დღეს სტუმრად "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავენ. პრემიერ ლიგამ მათ სხვა გუნდებზე მეტი დასვენების საშუალება მისცა, რადგან გუარდიოლას შეგირდები პორტუგალიაში, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდნენ. შეგახსენებთ, რომ "სიტი" მეოთხედფინალში რუდი გარსიას გაწვრთნილ "ლიონთან" 1:3 დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები