Aa Aa
20 სექტემბერი 2020  |  16:37

ოფიციალურად - გიორგი აბურჯანია "ოვეიდოს" ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია "ოვეიდოს" წევრი გახდა. ესპანურმა გუნდმა ტრანსფერის შესახებ გულშემატკივრებს "ტვიტერის" გვერდის საშუალებით ამცნო.

გიორგის უკანასკნელი კლუბი "ტვენტე" გახლდათ, სადაც მან 17 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის ოფიციალური მფლობელი "სევილია" გახლავთ და აბურჯანია "ოვეიდოში" იჯარის წესით არის წასული. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 25 წლის ფეხბურთელს ანდალუზიელთა მთავარ გუნდში არცერთი მატჩი არ აქვს ნათამაშები. 2016 წელს გიორგი "სევილია ბ-ში" ასპარეზობდა, სადაც ორი სეზონის მანძილზე 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს ქართველი ნახევარმცველი "ლუგოში" გადავიდა და 23-ჯერ მოირგო ხსენებული გუნდის მაისური. უკანასკნელად კი, როგორც უკვე მოგახსენეთ გიორგი "ტვენტეს" ღირსებას იცავდა.

აბურჯანია "ოვეიდოში" 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში