ვულვზი ჩემბერლენის გადაბირებას უმიზნებს
Aa
Aa

ვულვზი ჩემბერლენის გადაბირებას უმიზნებს

ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი შესაძლოა ‘‘ვულვზის’’ ფეხბურთელი გახდეს. აღნიშნული კლუბი ‘‘ლივერპულთან’’ მოლაპარაკების გამართვას გეგმავს. Mirror-ის ცნობით ტიაგო ალკანტარას გადაბირების შემდეგ შესაძლოა მერსისაიდელებმა ინგლისის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელზე უარი თქვან.

მოთამაშე 2017 წლიდან ‘‘ლივერპულის’’ ღირსებას იცავს და გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონი ისტორიული იყო, რადგან ‘‘ლივერპული’’ პრემიერ ლიგის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.

თეო უოლკოტისა და გარეტ ბეილის მსგავსად ჩემბერლენიც ‘‘საუთჰემპტონის’’ აღზრდილია. მან პროფესიული კარიერა ‘‘წმინდანებში’’ დაიწყო,  ‘‘ლივერპულში’’ გადასვლამდე კი ლონდონის ‘‘არსენალის’’ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები