სიჭინავას ბრწყინვალე გოლი უკრაინის პრემიერ ლიგაში
Aa
Aa

სიჭინავას ბრწყინვალე გოლი უკრაინის პრემიერ ლიგაში

უკრაინის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-3 ტურში ''ინგულეცის'' ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 27 წლის მოთამაშე უკრაინის პრემიერ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და პირველი გოლი ''დესნას'' შეუგდო.

ქართველის გოლით ანგარიში 1:1 გახდა. მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა. ''ინგულეცის'' მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი მე-18 წუთზე გააფრთხილეს, 86-ე წუთზე კი - შეცვალეს.

პრემიერ ლიგის საწყისი სამი ტურის შემდეგ ''ინგულეცის'' ანგარიშზე 2 ქულაა.

ნიკა სიჭინავამ გასულ სეზონში უკრაინის რანგით მეორე ლიგაში 17 გოლი შეაგდო და საუკეთესო ბომბარდირს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდი უკრაინის რანგით მეორე ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ქუთაისში დაბადებული სიჭინავა ფოთის ''კოლხეთისა'' (2013, 2014-15) და თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' (2013-14) ყოფილი მოთამაშეა. 2016 წლიდან მოყოლებული უკრაინის რანგით მეორე ლიგაში ''ინგულეცის'' ღირსებას იცავს.

2018-19 წლების სეზონში ''ინგულეცი'' უკრაინის თასის ფინალში გავიდა, სადაც დონეცკის ''შახტართან'' დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა ''შახტარმა'' 4:0 მოიგო. გამარჯვებულთა მხრიდან ხოჭოლავა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო სიჭინავა მატჩის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში.

ფოტო: ingulec.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები