Aa Aa
20 სექტემბერი 2020  |  01:09

"იმედგაცრუებული ვარ" - ვან დე ბეეკი საკუთარ დებიუტზე

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი გამართა და შინ "კრისტალ პალასთან" 1:3 დამარცხდა. დებიუტი ჰქონდა გუნდის ახალწვეულს დონი ვან დე ბეეკს, რომელმაც მატჩის დასრულების შემდეგ "მანჩესტერის" ტელევიზიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ჩემს სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვება მსურდა. არ აქვს მნიშვნელოვა რა ხერხებით, მთავარი იყო რომ მოგვეგო. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სახლში 1:3 წაგება არასასიამოვნოა.

უკანასკნელ ვარჯიშზე გუნდმა ყველაფერი კარგად გააკეთა და მოლოდინი ძალზედ პოზიტიური იყო. სამწუხაროდ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. ველოდებოდით ბურთი როდის მოგვივიდა და მინდორზე ნელა გადავაადგილდებოდით. უკეთესი შედეგისთვის მეტი სირბილი და მონდმოებაა საჭირო.

დებიუტით და გატანილი გოლით ბედნიერი ვარ, მაგრამ მერჩივნა ეს ყველაფერი გულშემატკივრების თვალწინ მომხდარიყო და თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულებულიყო. იმედი მაქვს შემდეგ ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ." - განაცხადა ვან დე ბეეკმა

ნიდერლანდელი ფეხბურთელი მოედანზე 67-ე წუთზე პოლ პოგბას ნაცვლად შევიდა. დონის გოლის გასატანად 13 წუთი დასჭირდა, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ ეს საკმარისი არ გამოდგა.

"წითელი ეშმაკები" მორიგ შეხვედრას 26 სექტემბერს, სტუმრად "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 15:30-ზე დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში