Aa Aa
18 სექტემბერი 2020  |  10:27

პოჩეტინო: „რეალის გაწვრთნა ჩემი ოცნებაა"

„ტოტენჰემის“ ყოფილმა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ საკუთარ სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა. არგენტინელმა სპეციალისტმა ინტერვიუ მადრიდულ გამოცემა Marca-ს მისცა და „ბარსელონაში“ მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ბარსას წარმომადგენლებს ჩემთვის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება არ შემოუთავაზებიათ. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს ხოსეპ მარია ბარტომეუს გვერდით ვერ ვხედავ. რამონ პლანესთან ნამდვილად ვისადილე, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს.

ჩემთვის წინადადებით არც პსჟ-ს, არც იუვენტუსს და არც ინტერს მოუმართავს. ტყუილი არაფერში მჭირდება და შემიძლია გითხრათ, რომ შეთავაზება ბენფიკასგან და მონაკოსგან მივიღე“.

პოჩეტინომ „რეალის“ შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „არ ვიცი ოდესმე სამეფო კლუბს გავწვრთნი თუ არა, მაგრამ რა თქმა უნდა, რეალის ჩაბარება ჩემი ოცნებაა. ბლანკოსი მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ნამდვილადაა და ჩემი კოლეგებისგან არ განვსხვავდები. რეალის გაწვრთნაზე ყველა ოცნებობს“.

48 წლის არგენტინელი სპეციალისტი ბოლოს „ტოტენჰემში“ მუშაობდა და ლონდონური გუნდი გასული წლის ნოემბერში დატოვა. პოჩეტინოს სხვადასხვა დროს „ბარსელონა“, პსჟ-სა და „რეალს“ უკავშირებდნენ, თუმცა იგი კვლავინდებურად უმუშევარია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში