Daily Mail - გარეტ ბეილი ტოტენჰემში დაბრუნდა
Aa
Aa

Daily Mail - გარეტ ბეილი ტოტენჰემში დაბრუნდა

Daily Mail-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გარეტ ბეილი „ტოტენჰემში“ დაბრუნდა. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ კლუბებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და უელსელი ფეხბურთელი „დეზებში“ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

გარიგების მიხედვით, ბეილი ხელფასის სახით 13 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს და ამ თანხის ნაწილს „სამეფო კლუბი“ დაფარავს. ბრიტანული გამოცემის თანახმად, ამ ეტაპზე უცნობია ბეილის გადასვლას „ტოტენჰემი“ ოფიციალურად როდის დაადასტურებს, თუმცა სავარაუდოდ, ეს რამდენიმე ფორმალობის მოგვარების შემდეგ მოხდება.

Daily Mail-ის ცნობით, გარიგებაში სხვა ფეხბურთელები არ არიან ჩართულნი და უელსელის გაფორმების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ჟოზე მოურინიო გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ბეილი „ტოტენჰემში“ 2007-დან 2013 წლამდე თამაშობდა და „დეზების“ მაისურით ჩატარებულ 146 შეხვედრაში 42 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები