მაგარი ამბავი - ჩაკვეტაძე თამაშს 2 კვირაში განაახლებს
Aa
Aa

მაგარი ამბავი - ჩაკვეტაძე თამაშს 2 კვირაში განაახლებს

ბელგიური „გენტის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და იგი მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. Crystalsport-ის ინფორმაციით, „ჩაკვე“ თამაშის განახლებას დაახლოებით 2 კვირაში მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ „გენტის“ შემტევმა ტრავმა „რაპიდთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. მატჩის 58-ე წუთზე „ჩაკვემ“ სოლორეიდი განახორციელა, საკუთარი ნახევრიდან დაიძრა და მეტოქის საჯარიმომდე ირბინა, სადაც იგი წესების დარღვევით შეაჩერეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. სამწუხაროდ, გიომ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და იგი მოედნიდან ხელში აყვანილი გაიყვანეს.

ბელგიურ პრესაში ვარაუდობდნენ, რომ ტრავმა სერიოზული იყო და ჩაკვეტაძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა, თუმცა საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია არ დაადასტურდა და გიოს მოედანზე მალე ვიხილავთ.

როგორც მოგეხსენებათ, „გენტი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელ პლეიოფში კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 22 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები