ტორესი ატლეტიკოში ბრუნდება? - ესპანელს კლუბის დახმარება სურს
Aa
Aa

ტორესი ატლეტიკოში ბრუნდება? - ესპანელს კლუბის დახმარება სურს

ესპანური სპორტული გამოცემა COPE ფერნანდო ტორესთან დაკავშირებით ახალ ამბავს ავრცელებს. ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ "როხიბლანკოს" ყოფილ ფეხბურთელს კლუბში დაბრუნება და რაიმე სასარგებლო საქმის გაკეთება სურს. ამასთან დაკავშირებით ფერნანდომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

"ერთი წლის წინ საფეხბურთო კარიერა დავასრულე და ახლა დროის უმეტეს ნაწილს ოჯახთან ერთად დასვენებაში ვატარებ. მიხარია, რომ სამ დღეში ერთხელ სხვადასხვა ქალაქში აღარ დავდივარ. ამავდროულად სამწვრთნელო კურსებს გავდივარ და სამომავლოდ მსურს ბედი მწვრთნელის რანგში ვცადო.

ძალიან მინდა "ატლეტიკოში" დაბრუნება და გუნდისთვის რაიმე სასარგებლოს გაკეთება. ჯერჯერობით არ ვიცი რას გავაკეთებ, მაგრამ მადრიდი ჩემი საყვარელი ადგილია და ჩემი გული "როხიბლანკოს" ეკუთვნის. იმედი მაქვს ამის შესაძლებლობა მომეცემა." - განაცხადა ტორესმა

ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი "ატლეტიკოში" 2000 წელს ჩაირიცხა და კლუბში 7 სეზონი დაჰყო. ამის შემდეგ მან სხვადასხვა გუნდებს მიაშურა და 2015 წელს ისევ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ჯამში ფერნანდომ მადრიდელთა შემადგენლობაში 404 შეხვედრა ჩაატარა და 129 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ტორესმა საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად 2019 წელს დაასრულა. მისი უკანასკნელი კლუბი იაპონური "საგან ტოსუ" იყო, სადაც ჩატარებულ 35 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები