რომა სმოლინგს აღარ იყიდის - კლუბი კუმბულაზე გადაერთო
Aa
Aa

რომა სმოლინგს აღარ იყიდის - კლუბი კუმბულაზე გადაერთო

რომაული კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლოდინით დაიღალა. როგორც ცნობილია იტალიელებმა კრის სმოლინგის ყიდვის თაობაზე "წითელ ეშმაკებს" არაერთხელ მიმართეს, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით კვლავ არ არის.

"ჯალაროსის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ინგლისელ ფეხბურთელს აღარ შეიძენს. ინფორმაციას football italia ადასტურებს.

რომაელები სმოლინგის ნაცვლად "ვერონას" მცველით ინტერესდებიან. საქმე მარაშ კუმბულას ეხება. 20 წლის ალბანელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო გახლავთ და "რომას" ხელმძღვანელობა მზად არის ხსენებული თანხის გადასახდელად.

კუმბულათი "ინტერი" და "ლაციოც" ინტერესდებიან, მაგრამ Sky Sports Italia იუწყება, რომ თავად ფეხბურთელს "რომაში" სურს თამაში.

მარაშის დებიუტი სერია ა-ში 2018 წელს შედგა. პირველ სეზონში მან მხოლოდ 2 თამაში ჩაატარა, მაგრამ მომდევნო წელს ალბანელმა 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები