ვიდალი მიზერულ თანხად - ჩილელი ინტერს შეუთანხმდა
Aa
Aa

ვიდალი მიზერულ თანხად - ჩილელი ინტერს შეუთანხმდა

კატალონიის რადიო და football italia გვამცნობენ, რომ არტურო ვიდალი "ინტერს" შეუთანხმდა და მომავალი 48 საათის განმავლობაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. "ნერაძური" კატალონიელებს ჩილელის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ევროს გადაუხდის.

მოლაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ბარსას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ვიდალის კლუბში დარჩენა არ ისურვა. ჩილელი ფეხბურთელი გაგებით მოეკიდა საკითხს და გუნდის დატოვებას დათანხმდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არტურომ დარჩენილი ხელფასის მიღებაზე უარი განაცხადა. როგორც მოგეხსენებათ მას კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს. 33 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებას კატალონიური გრანდი არ იზიარებს და თვლის, რომ ფეხბურთელმა კუთვნილი ხელფასი უნდა მიიღოს. ასე, რომ "ბარსელონა" ვეტერან ნახევარმცველს კუთვნილ ანაზღაურებას აუცილებლად გადაუხდის.

არტურო "ბლაუგრანაში" 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 96 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ იმას, რომ ანტონიო კონტე და ვიდალი ერთად ტურინის "იუვენტუსში" რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ჩილელი ფეხბურთელი იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები