ოშიდაში: ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე !
Aa
Aa

ოშიდაში: ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე !

„აკი ბაშოს“ მესამე დღეს ქართველი რიკიშის, ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამა გახლდათ, რომელსაც ამ შეხვედრამდე ქართველი ექს-ოძეკი მხოლოდ სამჯერ შეხვდა და ყველა ბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

მიმდინარე ტურნირზე ქართველმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლაში დომინანტი ტოჩინოშინი იყო, მან იუტაკაიამას ოშიდაშის ილეთით სძლია. ლევან გორგაძე მას მეოთხედ შეხვდა და ყველა ბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.


შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა კირიბაიამა იყო, რომელთანაც ქართველი სეკიტორი იორიკირის ილეთით დამარცხდა.  ტურნირის მეორე დღეს ლევან გორგაძე დასავლეთის მესამე მაეგაშირას, ტერუცუიოშის შეერკინა. ამ უკანასკნელს ლევანი ერთადერთხელ „ჰარუ ბაშოზე" შეხვდა და მასთან შიტატენაგეს ილეთით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი სექტემბრის სუპერტურნირზე მე-4 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს.

ტოკიოში მიმდინარე ტურნირის მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ტაკარაფუჯი იქნება. ქართველი სპორტსმენი დაქვეითდება თუ მიმდინარე ტურნირზე 8 გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები