Aa
Aa

საოცარი ქამბექი - დენვერმა კლიპერსს გაუთანაბრა

NBA-ს პლეიოფის დღევანდელი მატჩი "დენვერსა" და "კლიპერსს" შორის საოცრად სანახაობრივი გამოდგა. მელოუნის შეგირდებმა ლოს-ანჯელესელების 16 ქულიანი უპირატესობა აღმოფხვრეს. პირველი ტაიმის შემდეგ "კლიპერსი" მეტოქეს 63:47-ს უგებდა. საბოლოოდ კი შეხვედრა "დენვერის" გამარჯვებით 111:98 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან ყველაზე გამოსარჩევი იოკიჩი გახლდათ, რომელმაც 34 ქულა, 14 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სტუმართა მხრიდან კი საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო მის ანგარიშზე 33 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტია.

როგორც უკვე მოგახსენეთ "კლიპერსმა" პირველ ტაიმი იდეალურად ჩაატარა, მაგრამ მესამე მეოთხედიდან მოყოლებული "დენვერის" კალათბურთელები დაფრინავდნენ და მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

"ნაგეტსი" გახდა პირველი გუნდი, რომელიც სამჯერ იყო გავარდნის პირას და მინიმუმ 15 ქულიანი უპირატესობა აღმოფხვრა. საბოლოოდ სერიაში ანგარიში 3:3 გახდა. ყველაფერი მეშვიდე თამაშში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები