დროგბას და ნისტელროის კვალდაკვალ - ვარდი ლეგენდების სტატისტიკას აუმჯობესებს
Aa
Aa

დროგბას და ნისტელროის კვალდაკვალ - ვარდი ლეგენდების სტატისტიკას აუმჯობესებს

პრემიერ ლიგის პირველ ტურში ერთმანეთს "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" დაუპირისპირდნენ. სტუმრებმა მასპინძლები 0:3 დაამარცხეს. ჯეიმი ვარდიმ დუბლის შესრულება მოახერხა და რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა.

ინგლისელი თავდსმსხმელი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ერთ კონკრეტულ გუნდს გოლი ყველა გასვლით შეხვედრაში გაუტანა. ვარდი "ვესტ ბრომვიჩს" მეხუთედ ესტუმრა და მეტოქის კარი 6-ჯერ აიღო.ზუსტად ასეთი შედეგი აქვს რუუდ ვან ნისტელროის. ნიდერლანდელმა ეს "ნიუკასლის" წინააღმდეგ მოახერხა. ცნობისთვის "შაშვები" ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატს წელს დაუბრუნდნენ.

33 წლის თავდამსხმელმა დიდიე დროგბასაც აჯობა. ჯეიმისთვის დღევანდელი გოლი, პრემიერ ლიგაში 104-ე აღმოჩნდა. იგივე შედეგი აქვს დიდიესაც, თუმცა ვარდის 104 გოლის გასატანად 43 თამაშით ნაკლები დასჭირდა.

დროგბამ პრემიერ ლიგის ეგიდით  "ჩელსის" მაისური 254-ჯერ მოირგო და 104 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ვარდის, ინგლისელმა 104 გოლი 211 თამაშში გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები