კავანი სტერეოტიპების წინააღმდეგ - ურუგვაელი ბალეტით დაკავდა
Aa
Aa

კავანი სტერეოტიპების წინააღმდეგ - ურუგვაელი ბალეტით დაკავდა

„პარი სენ-ჟერმენის“ დატოვების შემდეგ, ედინსონ კავანი ბალეტით დაკავდა. ურუგვაელი ფეხბურთელი მონტევიდეოში მდებარე საბალეტო სკოლას შეუერთდა და როგორც თავად ამბობს, სურს ქვეყანაში გავრცელებული სტერეოტიპი დაარღვიოს.

„ჩემი აზრით, როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს უნდა შეეძლოთ აკეთონ ის, რაც ბედნიერებას ანიჭებთ. არ ვთვლი, რომ ურუგვაიში დაბადებულმა ყველა ბიჭმა ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მათ სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ.

მოცეკვავეებთან მუშაობით საოცარი გამოცდილება მივიღე. მათ ამიხსნეს კონკრეტული მოძრაობები როგორ უნდა გამეკეთებინა და მათი ცეკვით აღტაცებული დავრჩი“.

შეგახსენებთ, რომ კავანი თავისუფალი აგენტია და უცხოურ პრესაში მას რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. ყველაზე ხშირად ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ იწერება, თუმცა ურუგვაელს „ნაპოლიში“ აქვს ნათამაშები და არ სურს, „პარტენოპეის“ მოწინააღმდეგე გუნდს შეუერთდეს. ბრაზილიური გამოცემები კი იუწყებიან, რომ ედინსონი კარიერის „გრემიოში“ გააგრძელებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები