კუმანი: „ყველამ იცის, რომ მესი საუკეთესოა
Aa
Aa

კუმანი: „ყველამ იცის, რომ მესი საუკეთესოა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა „ლა პულგა“ შეაქო და განაცხადა, რომ არგენტინელი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

„ყველამ იცის, რომ მესი საუკეთესოა. დაუჯერებელია, როცა ასეთი დონის მოთამაშე შენი გუნდის რიგებში ასპარეზობს. ლეო ბარსელონასთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ეს წლების განმავლობაში უამრავჯერ დაუმტკიცებია. იმედი მაქვს, გამონაკლისი არც ეს სეზონი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, როცა მესი კლუბს დაუბრუნდა და პირველი ვარჯიში გამართა, მასსა და კუმანს შორის მოკლე საუბარი გაიმართა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა არგენტინელს განუცხადა, რომ მისგან მაქსიმუმის გაღებასა და 100 პროცენტით ჩართულობას ითხოვს. ლეო კუმანს დაჰპირდა, რომ უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ყველაფერს გააკეთებს და Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს მესის სიტყვებში ეჭვი არ ეპარება.

Sport-ის მიხედვით, კუმანმა ისიც აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით ლეო აუცილებლად ბედნიერი იქნება, „ბლაუგრანა“ კი ძველ დიდებას დაიბრუნებს და ისევ მრისხანე გუნდი გახდება, რომელიც ევროპაში უდიდეს პატივისცემას დაიმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები