ტომასისთვის ბრძოლაში არსენალს პსჟ შეეცილება
Aa
Aa

ტომასისთვის ბრძოლაში არსენალს პსჟ შეეცილება

ლონდონის „არსენალს“ ტომას პარტეისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ამერიკული სატელევიზიო არხის, ESPN-ის ინფორმაციით განელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „პარი სენ-ჟერმენს“ სურს.

პსჟ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 27 წლის ჰავბეკი გახლავთ. პარიზული გრანდის ხელმძღვანელები თვლიან, რომ იგი გუნდს იდეალურად მოერგება და მის სანაცვლოდ დიდი ფინანსური რესურსის გაღებაც არ მოუწევთ.

პარტეის სანაცვლოდ „ატლეტიკოს“ 45 მილიონი ფუნტი სტერლინგის მიღება სურს. ფრანგებისთვის კი ეს თანხა გადაულახავ ბარიერს ნამდვილად არ წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ესპანური გამოცემები რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ და იუწყებიან, რომ პარტეი ან „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დარჩება, ან კარიერას პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები