რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "კრიტიკოსები მოტივაციას მმატებენ"

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, ბოლო დროს მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე და მომრავლებულ კრიტიკოსებზე ისაუბრა. 

"ყველაფერი სათანადოდ უნდა გამოიყენო, მათ შორის ნეგატიური ხალხი და მათი მოსაზრებებიც. ჩემთვის კრიტიკოსების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ძალასა და მოტივაციას მიორმაგებენ. რასაც კარიერაში მივაღწიე, ყველაფერი სწორედ მოტივაციის შედეგია". 

"მოტივაციაა ისიც, რომ მსურს ფიგუსა და რუი კოშტას დონეს მივაღწიო. როცა ბავშვი ვიყავი მათ თამაშებს დიდი ინტერესით ვუყურებდი და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ორივე სამაგალითოა. თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მე მათ ვბაძავ, პირიქით ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ჩემებურია და წინსვლას ამ გზით ვცდილობ". - განუცხადა 31 წლის რონალდუმ Coach Magazine-ს. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები