ვალენსიას ფინანსური კრიზისი - კლუბიდან ფეხბურთელები მიდიან
Aa
Aa

ვალენსიას ფინანსური კრიზისი - კლუბიდან ფეხბურთელები მიდიან

ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ ისტორიულ კლუბს "ვალენსიას" უდიდესი ფინანსური პრობლემები აქვს. "ღამურების" ხელმძღვანელობამ ფინანსური პრობლემების დაძლევის მიზნით გუნდიდან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გაუშვა და გაჩერებას არ აპირებს.

სეზონის მიწურულს "ვალენსია" ფერან ტორესმა, პარეხომ და ფრენსის კოკლენმა დატოვეს. ტორესი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. რაც შეეხებათ კოკლენს და პარეხოს, მათ "ვილიარეალს" მიაშურეს.

დღეს კი კლუბის მთავარი ბომბარდირი როდრიგო "ლიდსის" ფეხბურთელი გახდა.  სპორტულ მედიაში ისიც დაიწერა, რომ კლუბს სხვა ფეხბურთელების გაშვებაც სურს. "ვალენსიას" ხელმძღვანელობა აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს "ვილიარეალთან", "აიაქსთან" "ბარსელონასთან" და ინგლისის სხვადასხვა კლუბებთან.

კლუბს გაბრიელის გაყიდვა "ყვითელ წყალქვეშა ნავში" სურს. რაც შეეხება გაიას, ხელმძღვანელები ესპანელს "ბარსელონას" სთავაზობენ. იგივე მდგომარეობაა სილესენზე. ნიდერლანდელის შემთხვევაში საუბარი ამსტერდამის "აიაქსთან" მიმდინარეობს. კონდოგბიას კი ინგლისში უპირებენ გაყიდვას. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი კლუბი ინტერესდება ფრანგი ფეხბურთელით. 

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიამ" სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და ვერცერთი ევროტურნირის საგზური ვერ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები