გადაწყვეტილება მიღებულია - სუპერ თასზე გულშემატკივრებს დაუშვებენ
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია - სუპერ თასზე გულშემატკივრებს დაუშვებენ

უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ვიგებთ, რომ სუპერ თასის მატჩი "სევილიასა" და "ბაიერნს" შორის მაყურებლებთან ერთად ჩატარდება.

19 აგვისტოს უეფა-ს წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და განიხილეს მაყურებლის დასწრების საკითხი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბუდაპეშტში "პუშკაშ არენაზე" სტადიონის მხოლოდ 30% შეივსება, რაც ხელს შეუწყობს ხალხის ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტის არიდებას.

ამასთან დაკავშირებით უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა კომენტარი გააკეთა: 

"ფეხბურთმა გულშემატკივრების გარეშე ხიბლი დაკარგა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბუდაპეშტში გასამართი ფინალი ფეხბურთისთვის და გულშემატკივრებისთვის ახალი დასაწყისი იქნება და სამომავლოდ ყველა მატჩი მაყურებლებთან ერთად გაიმართება."

"უეფა უნგრეთის მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ყველა იმ წესს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააწესა".

იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, სამომავლოდ უეფა-ს ეგიდით გასამართი მატჩები მაყურებლის თანდასწრებით ჩატარდება, მაგრამ სტადიონზე კვლავ 30% დაიშვება.

სუპერ თასი ბუდაპეშტში 24 სექტემბერს არის ჩანიშნული - ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნი“ და ევროპა ლიგის ტრიუმფატორი „სევილია“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები