დიდი დაბრუნება - რობენმა 455-დღიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა
Aa
Aa

დიდი დაბრუნება - რობენმა 455-დღიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა

ლეგენდარული ნიდერლანდელი გარემარბი, არიენ რობენი პროფესიონალურ ფეხბურთს 455-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და "გრონინგენის" მაისურით ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

36 რობენმა "ალმერესთან" გამართულ შეხვედრაში მშობლიური "გრონინგენი" მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა. ვეტერანმა შემტევმა მინდორზე მატჩის საწყისი 31 წუთი გაატარა, გთავაზობთ მის მომენტებს:

"გრონინგენი" ანგარიშში 26-ე წუთზე ჩამორჩა, გათანაბრება კი რობენის მოედნიდან გასვლის შემდეგ შეძლო და საბოლოოდ, ფრე - 1:1 ითამაშა.

რობენმა გასულ წელს გამოაცხადა, რომ 2018-19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან წავიდოდა და 2019 წლის 25 მაისს, იდეაში, კარიერის ბოლო შეხვედრა გამართა, მაგრამ ამ ზაფხულს ფეხბურთში დაბრუნებისა და მშობლიურ "გრონინგენში" ასპარეზობის გადაწყვეტილება მიიღო.

არიენ რობენი 1996-2000 წლებში "გრონინგენის" ახალგაზრდულ აკადემიაში თამაშობდა, 2000 წელს კი, 16 წლის ასაკში უკვე ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა. მან გრონინგენული კლუბი 2002 წელს დატოვა და კარიერა პსვ-ში გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები