კვარაცხელიას ბრწყინვალე მატჩი: პენალტი, საგოლე პასი და საუკეთესოს პრიზი
Aa
Aa

კვარაცხელიას ბრწყინვალე მატჩი: პენალტი, საგოლე პასი და საუკეთესოს პრიზი

19 წლის ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაშია. 2020-21 წლების რუსეთის პრემიერ ლიგის მესამე ტურში კვარაცხელიამ ''სოჭის'' წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა. მის გარდა ''რუბინის'' მაისურით ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, რომელიც სასტარტო შემადგენლობას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. სლუცკიმ დავითაშვილი 58-ე წუთზე შეცვალა, ხოლო კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეხვედრა ''სოჭის'' გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ''რუბინის'' ორივე გოლის შექმნაში კვარაცხელია მონაწილეობდა. 68-ე წუთზე ქართველმა შემტევმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ივან იგნატიევმა გოლად აქცია და ანგარიში 1:1 გახდა.

77-ე წუთზე კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ დენის მაკაროვმა გოლი გაიტანა და ''რუბინი'' წინ გავიდა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს.


სამი ტურის შემდეგ ''რუბინის'' ანგარიშზე მხოლოდ 1 ქულაა. ლეონიდ სლუცკის გუნდი ''სოჭის'' გარდა მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' დამარცხდა, ხოლო ''ურალთან'' შეხვედრაში ფრედ 1:1 ითამაშა.

ყაზანური გუნდი შემდეგ შეხვედრას 22 აგვისტოს, სტუმრად მოსკოვის ცსკა-სთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები