"მას გოლისას უკეთესად უნდა ეთამაშა" - სქოულზმა ლინდელიოფი გააკრიტიკა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, პოლ სქოულზი გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა და ორ მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა აქცენტი. ვეტერანმა მოთამაშემ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის აუცილებლობაზე ისაუბრა და ასევე ვიქტორ ლინდელიოფი მწვავედ გააკრიტიკა.
„თუკი გუნდს ტიტულების მოგება სურს, ფული უნდა დახარჯონ. დღეს მათ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ რეალიზება ვერ შეძლეს. ვფიქრობ, სანჩო რომ მათ რიგებში ყოფილიყო, უფრო მეტს გაიტანდნენ.
0/3 - Manchester United in 2019-20 (League Cup, FA Cup, Europa League) are the first ever English top-flight team to fall at the semi-final stage of three different competitions within the same campaign. Heartbreaking. #UEL pic.twitter.com/JLeEbdAZj6
— OptaJoe (@OptaJoe) August 16, 2020
რამდენადაც „იუნაიტედი“ დღეს გამარჯვებას იმსახურებდა, რაც ეჭვგარეშეა, რადგან უკეთესი გუნდი იყო, იმდენად შოკისმომგვრელი გახლდათ დაცვის თამაში მეორე გოლისას. ლინდელიოფი და მაგუაიერი წინა ძელისკენ გაიქცნენ, ფორვარდი კი ცარიელი დარჩათ, რაც ლინდელიოფს უნდა დაენახა, მაგრამ თუკი ვან ბისაკამ შეამჩნია, რომ შვედს ეს მხედველობიდან გამორჩა, დე იონგის ასაყვანად ის უნდა მისულიყო.
ამ გოლისას ოთხივე მცველის დადანაშაულება შეიძლება, მათ შორის ბრენდონ უილიამსისაც, რომლის ფლანგიდანაც ჩააწოდეს. მაგუაიერმაც ცუდად ითამაშა, მაგრამ მთავარ პრობლემას მაინც ლინდელიოფში ვხედავ. ეჭვი მეპარება, იგი მაგუაიერისთვის კარგ პარტნიორად იქცეს. ბოლო 15-20 მატჩისას შვედის თამაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეს უფრო მაგუაიერის ხარჯზე ხდებოდა, რომლის დომინანტური თამაშისას ლინდელიოფის სისუსტეები იფარებოდა. გუნდმა იგი უფრო მეტად დომინანტური მცველით უნდა ჩაანაცვლოს.
3 - This will be only the third European meeting between Manchester United and Sevilla – the other two games were in the last 16 of the 2017/18 UEFA Champions League, with Sevilla winning 2-1 at Old Trafford in the 2nd leg, after a goalless draw in the first leg. Motive. #UEL pic.twitter.com/xWJRTOBdw5
— OptaJoe (@OptaJoe) August 16, 2020
ვფიქრობ, „იუნაიტედს“ ეს გოლი რომ არ გაეშვა, კარგად თამაშს გააგრძელებდა და თავად შეაგდებდა, რადგან „სევილია“ დაღლილად გამოიყურებოდა. ნამდვილად არ იგრძნობოდა, რომ ამ მომენტის გარდა, ისინი კიდევ რამეს შექმნიდნენ“.
ევროპა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე „იუნაიტედის“ 15-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. ასევე, „მანჩესტერი“ პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ერთ სეზონში ინგლისის ლიგის თასის, ასოციაციის თასისა და ევროპა ლიგის 1/2 ფინალებში წააგო. უკვე გარკვეულია ისიც, რომ „წითელ ეშმაკებს“ ბოლო 31 წელიწადში ყველაზე ხანგრძლივი უტიტულო პერიოდი ექნებათ.