Aa Aa
17 აგვისტო 2020  |  11:49

ბოლო 7 სეზონში მეოთხედ! - სევილია ევროპა ლიგის ფინალშია!

ესპანური „სევილია“ ევროპა ლიგის ფინალში ბოლო 7 სეზონში მეოთხედ ითამაშებს. ანდალუსიელებმა, რომლებიც ამ ტურნირის 1/2 ფინალში არასდროს დამარცხებულან, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2:1 მოუგეს.

ანგარიში ბრუნო ფერნანდეშმა პენალტიდან გახსნა და მიმდინარე გათამაშებაზე თავისი მე-8 გოლი გაიტანა. პორტუგალიელ ნახევარმცველს ტურნირის ბომბარდირობა პრაქტიკულად განაღდებული აქვს.

სევილიელებმა 26-ე წუთზე გაათანაბრეს, როცა თავი სუსომ გამოიჩინა. ევროპა ლიგაზე ეს „სევილიას“ მიერ გატანილი 125-ე გოლი იყო, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.

გადამწყვეტი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა ლუუკ დე იონგმა, რომელმაც ხესუს ნავასის პასის შემდეგ შეაგდო. ნიდერლანდელმა ბოლო 12 თამაშში პირველი შედეგიანი დარტყმა მიითვალა.

„სევილია“ მის ისტორიაში ყველაზე გრძელ დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს. გუნდი ბოლოს თებერვალში დამარცხდა, მას შემდეგ კი მე-20 წაუგებელი თამაში ჩაატარა. ლოპეტეგის ბიჭებმა უკანასკნელი 9-დან 8 შეხვედრა მოიგეს.

ტურნირის 5-გზის ჩემპიონი ფინალში ელოდება მეტოქეს, რომელიც „ინტერისა“ და „შახტარის“ დღეს გასამართი შეხვედრის შედეგად გაირკვევა. გუნდები თბილისის დროით 23:00 საათიდან ითამაშებენ.

რაც შეეხება ფინალურ მატჩს, ის კიოლნის „რაინენერგის“ სახელობის სტადიონზე 21 აგვისტოს ჩატარდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში