''ამაყი და ბედნიერი ვარ'' - პაოკ-მა ნინუას ტრანსფერი დაადასტურა
Aa
Aa

''ამაყი და ბედნიერი ვარ'' - პაოკ-მა ნინუას ტრანსფერი დაადასტურა

საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონმა თბილისის ''დინამოდან'' ნიკა ნინუას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პაოკ-ში გადასვლის შემდეგ ნიკა ნინუამ პირად Instagram-ის გვერდზე დაწერა: ''ეს ახალი გამოწვევაა! ბედნიერი და ამაყი ვარ დიდ გუნდში მოხვედრით.''

მხარეებმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ნინუა 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ნინუას ტრანსფერს სალონიკურმა კლუბმა ვიდეო მიუძღვნა

''ნინუა აქ არის, მომავალი აქ არის''

21 წლის ნახევარმცველი 2016 წლიდან თბილისური კლუბის ღირსებას იცავდა. 2018 წელს ''დინამოს'' სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. საერთო ჯამში ევროტურნირებზე ''დინამოს'' მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. მას ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია, თუმცა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

გასულ თვეში პაოკ-ის სპორტულ დირექტორად გერმანელი ოლაფ რებე დაინიშნა. პერსონალურად მას სურდა ნინუასთან კონტრაქტის გაფორმება. ოლაფ რებემ ნინუას შესახებ მთავარ მწვრთნელ აბელ ფერეირასთან ისაუბრა და პორტუგალიელი სპეციალისტისგან დადებითი პასუხი მიიღო. ისინი ქართველ ნახევარმცველში დიდ ტალანტს ხედავენ და მასთან მუშაობის დიდი სურვილი აქვთ.

ბერძნული მედიის ცნობით ნინუას გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევროა.

ნინუას ტრანსფერი თბილისური კლუბის პრესსამსახურმაც დაადასტურა: ''დინამოს'' აკადემიის აღზრდილმა და ჩვენი გუნდის კაპიტანმა ნიკა ნინუამ დღეს თესალონიკის პაოკ-თან კონტრაქტი გააფორმა და 4 წლის მანძილზე ბერძნული კლუბის ღირსებას დაიცავს. ნინუ პაოკ-ში ''დინამოს'' დარად 32-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ''დინამო'' მადლობას უხდის ნიკას დედაქალაქურ გუნდში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში''.

ფოტო/ვიდეო: paokfc.gr

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები