Aa
Aa

სიტი ბრძოლაში ჩაერთო - 40 მილიონი უინკსის სანაცვლოდ

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ ჰარი უინკსისთვის ბრძოლაში ჩაერთო და მზადაა, მის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გაიღოს.

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო უინკსის გასხვისებისა და აღებული თანხით სხვა ფეხბურთელის შეძენის ინიციატივას გამოთქვამს.

როგორც Sun-ი წერს, „სიტი“ უახლოეს პერიოდში ლონდონელებს ოფიციალურად დაუკავშირდება და უინკსის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს შესთავაზებს. სავარაუდოდ, ეს ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ მოხდება.

24 წლის უინკსი სააგენტო transfermarkt-ზე 28 მილიონ ევროდ ფასდება. მას „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები