Aa
Aa

"ამაზე მადრიდში დავილაპარაკებთ" - კასილიასი რეალში ბრუნდება?

ლეგენდარული იკერ კასილიასი, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ ახალ ამპლუაში დაბრუნდეს. AS-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც თავად იკერმაც დაადასტურა.

„ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი „რეალს“ დაუკავშირდება. ფლორენტინო პერესმა დამირეკა და კლუბში დაბრუნება შემომთავაზა. ასე რომ, როცა მადრიდში ჩავალ, ამ საკითხზე დავილაპარაკებთ“.

როგორც პრესა წერს, „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებმა კასილიასს მრჩეველის როლი შესთავაზეს. დაახლოებით ისეთივე თანამდებობა, რომელსაც იგი „პორტუში“ ბოლო 1 წლის განმავლობაში იკავებდა.

იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება არ მისცა და კანდიდატურაც მოხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები