Aa Aa
10 აგვისტო 2020  |  13:34

მბაპემ ვარჯიში განაახლა: ფრანგის თამაში ატალანტასთან საეჭვოა

საფრანგეთის თასის ფინალში ''სენტ-ეტიენთან'' შეხვედრაში კოჭის ლატერალური მყესის დაზიანების გამო კილიან მბაპე სავარჯიშო პროცესს ჩამოშორებული იყო, თუმცა აღდგენითმა პროცესმა სწრაფად ჩაიარა და ბერგამოს ''ატალანტასთან'' მატჩამდე ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით ივარჯიშა.

მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ფორვარდმა ვარჯიში განაახლა, მისი თამაში იტალიური კლუბის წინააღმდეგ საეჭვოა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სავარაუდოდ, მბაპე პსჟ-ს ვერ დაეხმარება.

გადაწყვეტილია, რომ ''ატალანტასთან'' მატჩს გამოტოვებს მარკო ვერატი. უცნაურია, მაგრამ ვარჯიშზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გერმანელმა ტომას ტუხელმა ტრავმა მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ მას ტერფის მეხუთე ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლისაბონში გაიმართება. პარიზელები მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრას 12 აგვისტოს გამართავენ და ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „ატალანტას“ დაუპირისპირდებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში