Aa Aa
9 აგვისტო 2020  |  10:50

ვის შეხვდება დინამო ჩემპიონთა ლიგაზე? - 4 სავარაუდო მეტოქე ცნობილია

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები ცნობილია. მოცემული ოთხი გუნდიდან კახა ჩხეტიანის გუნდს ერთი აუცილებლად შეხვდება. ეს გუნდებია: ბელარუსის ჩემპიონი ბრესტის ''დინამო'', ლატვიის ჩემპიონი ''რიგა'', ალბანეთის ჩემპიონი ''ტირანა'' და მაკედონიის ჩემპიონი ''სილეკსი''.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 34 გუნდი მონაწილეობს. მათგან 17 განთესილია და ამდენივე განუთესავია. თბილისის ''დინამო'' განთესილებს შორის მე-17 ადგილზე მოხვდა და აქედან გამომდინარე გაცილებით სუსტ გუნდთან მოუწევს თამაში, თუმცა შესაძლებელი იყო ''დინამოს'' მეტოქე კიდევ უფრო სუსტი გუნდი ყოფილიყო. მაგალითად, უელსის, გიბრალტარის, მალტის, ირლანდიის ან ფარერის კუნძულების წარმომადგენელი.

უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 9 აგვისტოს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. კორონავირუსის პანდემიის გამო საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირებები ერთმატჩიანია. ნიონში ასევე გაირკვევა სად ჩაატარებს ''დინამო'' მატჩს, სტუმრად თუ სახლში.

თბილისის ''დინამოს'' გარდა საქართველოს ევროტურნირებზე სამი ქართული გუნდი წარმოადგენს. ბათუმის ''დინამო'', თბილისის ''ლოკომოტივი'' და ''საბურთალო'' ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.

ფოტო: Eliga.ge

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები