Aa Aa
8 აგვისტო 2020  |  21:26

ანიელიმ გადაწყვეტილება მიიღო: სარის პირლო შეცვლის !

ტურინის ''იუვენტუსის'' ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო იქნება. იტალიური მედიის ცნობით ტურინული გრანდის ექს-ფეხბურთელი მაურიციო სარის შეცვლის და კლუბში განსხვავებულ ამპლუაში, მთავარ მწვრთნელად დაბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ სარი გაუშვა და არჩევანი პირლოზე შეაჩერა, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში ''იუვენტუსის'' 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, თუმცა სარის წასვლას პირლოს დაწინაურება მოჰყვა. დამწყები სპეციალისტი ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნეს.

სარის შემცვლელთა სავარაუდო კანდიდატებს შორის მაურისიო პოჩეტინო და სიმონე ინძაგი დასახელდნენ, თუმცა ანიელიმ უპირატესობა გამოუცდელ პირლოს მიანიჭა, რომელსაც არათუ მთავარ მწვრთნელად, ასისტენტად მუშაობის გამოცდილებაც არ აქვს. 

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ ყოფნისას, 2011-15 წლებში პირლომ სკუდეტო 4-ჯერ, სუპერთასი 2-ჯერ და კოპა იტალია ერთხელ მოიგო. „ბიანკონერის“ დატოვების შემდეგ, მან MLS-ს მიაშურა და 2017 წელს კარიერა დაასრულა.

ფოტო: gettyimages

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში