Aa
Aa

ვილიანი არსენალს შეუთანხმდა - ბრაზილიელი ჩელსის აგვისტოს ბოლოს დატოვებს

ESPN-ის ინფორმაციით, ვილიანმა „არსენალთან“ 3-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. „მეთოფეები“ ბრაზილიელ შემტევს უსასყიდლოდ გაიფორმებენ და გარიგება აგვისტოს მიწურულს გაოფიციალურდება.

31 წლის ფეხბურთელი „ჩელსისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მზად იყო, 3-წლიანი ხელშეკრულების მიღების შემთხვევაში „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩენილიყო, თუმცა „ლურჯებმა“ მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს.

„არისტოკრატების“ უარით „არსენალმა“ ისარგებლა და ვილიანს საკმაოდ სარფიანი წინადადებით მიმართა. ESPN კლუბთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „მეთოფეები“ ბრაზილიელს კვირაში დაახლოებით 100 000 ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ვეტერანი გარემარბი, რომელიც „ჩელსის“ 2013 წელს შეუერთდა, „სტემფორდ ბრიჯს“ მას შემდეგ დატოვებს, რაც „არისტოკრატები“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას დაასრულებენ. ეს კი სავარაუდოდ, „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები