Aa
Aa
7 აგვისტო 2020  |  15:02

აგენტმა იუვე უარყო - ჟორჟინიო ჩელსიში დარჩება?

ლონდონის „ჩელსის“ იტალიელი ნახევარმცველის, ჟორჟინიოს აგენტმა „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებების მიმდინარეობა გამორიცხა.

ჟოაო სანტოსის თქმით, მაურიციო სარი მის კლიენტს „იუვენტუსში“ გადასვლასთან დაკავშირებით არასდროს დალაპარაკებია, პრესაში გავრცელებული ცნობები კი მხოლოდ ჭორის დონეზეა, რადგან ჟორჟინიოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან „იუვეს“ კონტაქტი არ დაუმყარებია.

ჟორჟინიო და სარი ერთად 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. იტალიელი შუახაზელი „ჩელსიში“ სწორედ სარის ინიციატივით გადავიდა. აქედან გამომდინარე, ბრიტანული და აპენინური პრესა აქტიურად წერს, რომ გამოცდილი სპეციალისტის „იუვენტუსში“ დარჩენის შემთხვევაში, იგი ჟორჟინიოს „ალიანც სთედიუმზე“ გადაყვანას შეეცდება.

28 წლის გამთამაშებელი სააგენტო transfermarkt-ზე 52 მილიონ ევროდ ფასდება. მას „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები